суббота, 3 августа 2013 г.

პროექტის გეგმა - ჩვენ და კომპიუტერი

      პროექტის სახელწოდება -  ჩვენ და კომპიუტერი
პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებს გავაცნო კომპიუტერის როლი თანამედროვე მსოფლიოში. კომპიუტერის მუშაობისას მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პროექტის აქტუალობა - XXI საუკუნეში კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი, ასევე უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების დაცვა რაც აუცილებელია ადამიანის ჯამრთელობისათვის.
პროექტის მიზნები -  პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევასწავლოთ კომპიუტერთან მუშაობა, გაეცნონ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მოიძონ სხვადასხვა ინფორმაცია მათ შესახებ.
მონაწილეთა ასაკი  - 14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა - 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები გაეცნობიან კომპიუტერის განვითარების ეტაპებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს კომპიუტერის გამოყენებისას სხვადასხვა სფეროში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,  ფოტოაპარატი, Microsoft PowerPoint 2010, სახელმძღვანელო, რვეული, საწერ კალამი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) -  მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად: პირველი ჯგუფი - მიოძიებს სხვადასხვა მასალას ინტერნეტში და ამოიწერენ მათთვის სასურველ ინფორმაციას რვეულში, შეხვდებიან კომპიუტერის სპეციალისტს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს , გაესაუბრებიან ექიმებსა და ფსიქოლოგებს და გაიგებენ თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს კომპიუტერთან დიდიხნის მუშაობის შედეგად  და შეუქმნის თუ არა მათ ჯამრთელობას საფრთხეს, გადაიღებენ სურათებს.   მეორე ჯგუფი - შეაჯამებს მოპოვებულ ინფორმაციას და გამოიტანს დასკვნებს. მესამე ჯგუფი - გააკეთებენ პროგრამა Microsoft PowerPoint 2010-ით პრეზენტაციას მოპოვებული ინფორმაციით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ისტ, ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) - ლელა გოგოლაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - legogoladze@gmail.com