воскресенье, 4 августа 2013 г.
суббота, 3 августа 2013 г.
პროექტის გეგმა - ჩვენ და კომპიუტერი
პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებს გავაცნო
კომპიუტერის როლი თანამედროვე მსოფლიოში. კომპიუტერის მუშაობისას მისი დადებითი და
უარყოფითი მხარეები.
პროექტის აქტუალობა - XXI საუკუნეში კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი,
ასევე უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების დაცვა რაც აუცილებელია ადამიანის ჯამრთელობისათვის.
პროექტის მიზნები - პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევასწავლოთ კომპიუტერთან
მუშაობა, გაეცნონ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს,
რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მოიძონ სხვადასხვა ინფორმაცია მათ შესახებ.
მონაწილეთა ასაკი - 14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა - 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები გაეცნობიან
კომპიუტერის განვითარების ეტაპებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს კომპიუტერის
გამოყენებისას სხვადასხვა სფეროში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროექტორი, ფოტოაპარატი, Microsoft PowerPoint 2010, სახელმძღვანელო, რვეული, საწერ კალამი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) - მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად: პირველი ჯგუფი
- მიოძიებს სხვადასხვა მასალას ინტერნეტში და ამოიწერენ მათთვის სასურველ ინფორმაციას
რვეულში, შეხვდებიან კომპიუტერის სპეციალისტს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს
, გაესაუბრებიან ექიმებსა და ფსიქოლოგებს და გაიგებენ თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს
კომპიუტერთან დიდიხნის მუშაობის შედეგად და
შეუქმნის თუ არა მათ ჯამრთელობას საფრთხეს, გადაიღებენ სურათებს. მეორე ჯგუფი - შეაჯამებს მოპოვებულ ინფორმაციას
და გამოიტანს დასკვნებს. მესამე ჯგუფი - გააკეთებენ პროგრამა Microsoft
PowerPoint 2010-ით
პრეზენტაციას მოპოვებული ინფორმაციით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი
- ისტ, ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) - ლელა გოგოლაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - legogoladze@gmail.com
Подписаться на:
Комментарии (Atom)